მხოლოდ საფრანგეთი ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეშვიდედ გახდა ტერორისტების სამიზნე, რასაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რამდენიმე კვირის წინ თურქეთი გლოვობდა დაღუპულებს, მანამდე იყო ბრიუსელი. ევროპა შიშის ქვეშ ცხოვრობს და ახლა მთავარი ამოცანა სწორედ ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურებაა.
თურქეთის ტერაქტების შემდეგ საქართველომაც გაამკაცრა საზღვრების და სტრატეგიული ობიექტების კონტროლი, რომელიც ამ დრომდე არ მოხსნილა.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი