პრობლემები აქვთ ანსამბლ ქართული გენის წევრებს. ცნობილია, რომ ანსამბლი ბულგარეთიდან ბრუნდებოდა და ამ დროისთვის სტამბოლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით პატარა ქალაქში იმყოფებიან. მშობლები აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყებები მათ ვერანაირ ინფორმაციას ვერ აწვდიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მყოფ ანსამბლის წევრთა მშობლებთან უწყებიდან ამ დრომდე არავინ გამოსულია. შესაბამისად, მათ შვილების შესახებ ბოლო ინფორმაცია არ მიუღიათ.
ანსამბლის 32-მდე მოზარდი სტამბოლთან ახლოს იმყოფება. მშობლები განმარტავენ, რომ თურქეთში სტამბოლის საკონსულოს მათი შვილებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
კურიერმა პირველი სატელეფონო კომენტარი ჩაწერა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან, რომელიც აცხადებს, რომ სტამბოლიდან დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან და ღამე ავტობუსში გაათენეს.