თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო რეისი დანიშნა კომპანია Atlasglobal-მა ეს რეისი შესრულდება თბილისის დროით 16:20 საათზე. რეისი არის საგანგებო, რადგან შაბათ-კვირას კომპანიას არ აქვს ფრენები და დაინიშნა ეს რეისი სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ მოახერხა გუშინ თურქეთიდან გამოფრენა. რეგისტრირებულია დაახლოებით 160 ადამიანი.
“დღევანდელი რეისი განხორციელდება 16 საათსა და 20 წუთზე, ეს არის სპეციალური რეისი. დღეს რეგულარული რეისი არ იყო დანიშნული. 20 საათსა და 30 წუთზე თბილისი-სტამბოლის რეისი განხორციელდება. ხოლო სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ჯერჯერობთი ასეა დაგეგმილი 16 საათსა და 20 წუთზე უნდა გამიფრინდნენ. ეს ის მგზავრები, არიან რომლებმაც გუშინ ვერ მოახერხეს საქართველოში დაბრუნება. აეროპორტში რეგისტრაცია 160-მა მგზავრმა გაიარა, მათ მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს და ელოდებოდნენ გამოფრენას“ - განმარტა Atlasglobal-ის წარმომადგენელმა.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი