19 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
მოვდივართ ნელ-ნელა და მოძრაობას მოვყვებით - ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იმედის" ერთერთი ხელმძღვანელი

ცოტა ხნის წინ კურიერს დაუკავშირდა ერთ-ერთი ქორეოგრაფიული ანსამბლის იმედის წევრის მშობელი. მისი განმარტებით, ისინი ანსაბლის ავტობუსს გასულ ღამეს სარფში ელოდებოდნენ, თუმცა მათმა ავტობუსმა დაიგვიანა. მათთვის უცნობი იყო ბავშვების ადგილსამყოფელი.

„საბერძნეთში იყვნენ, უკან ბრუნდებოდნენ. საბერძნეთის საზღვარი რომ დატოვეს და თურქეთი რომ უნდა გადმოეკვეთათ, მაშინ გაიგეს ეს ამბები. თურქეთში შემოვიდნენ და იქ გაათიეს ღამე და მთელი ღამე ვრეკავდით ყველგან და არავინ არ მიაკითხა იქ. დილით წამოვიდნენ და ახლა სტამბოლში არიან. არავინ არაფერს ამ ამბობს,“ - განაცხადა მშობელმა.

კურიერის ჟურნალისტი ესაუბრა ასევე თავად ანსაბლის ერთერთ ხელმძღვანელს, რომელიც სწორედ იმ ავტობუსში იმყოფება. მისი თქმით, ავტობუსმა ნელი სვლით მოძრაობა საქართველოს მიმართულებით უკვე განაახლა.

„გაჩერებული ვიყავით ზუსტად 8 საათი იმიტომ, რომ სტამბოლის ხიდი იყო დაკეტილი. მოვბრუნდით ისევ ცენტრალური ავტობანიდან, დავდექით უსაფრთხო ადგილას და, როდესაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხიდი გაიხსნა და მოძრაობა აღდგა, შეიქმნა დიდი საცობი. მოვდივართ ნელ-ნელა და მოძრაობას მოვყვებით,“ - განაცხადა ანსამბლ იმედის ერთერთმა ხელმძღვანელმა, ნონა ჯანდაშვილმა.

დღის ამბები