ქართული ტურისტული კომპანიებისთვის მიყენებული ფინანსური ზარალი, გადადებული რეისების გამო, ჯამში უკვე 300 ათას დოლარზე მეტია და ვარაუდობენ, რომ ეს თანხა კიდევ გაიზრდება.
კომპანიებს თურქული პარტნიორი ტუროპერატორებისგან ასობით ტური უკვე შეძენილი აქვთ, რომლის უმრავლესობის გაუქმებასაც ტურისტები ითხოვენ, თურქული მხარე კი შეთანხმების დარღვევისთვის დამკვეთს ჯარიმას აკისრებს.
იმ პირებისთვის, რომელთაც მომავალი დასვენების თანხა წინასწარ გადაიხადეს და მომხდარის გამო გამგზავრება გადაიფიქრეს, ტურისტული კომპანიების უმრავლესობა თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს.
თურქეთის საკურორტო ზონაში მყოფი ქართველების თქმით, ამ დროისთვის მათ რეიგონში სიმშვიდეა, თუმცა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამო, სასტუმროს ტერიტორიიდან გასვლას ვერ ახერხებენ.
ავტორი: მარიკა გოცირიძე