მთავრობის კოორდინირებული მოქმედების შედეგად, თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავა ყველა შესაბამისმა უწყებამ.
უკვე დაზუსტებულია თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალი რეგულარული რეისების დრო.
კომპანია ატლას გლობალის თვითმფრინავი თბილისში 23:45 საათზე გამოფრინდება, ათათურქის აეროპორტიდან მომავალი რეისი კი 01:40 საათზე შესრულდება.
ჩვეულ რეჟიმში მუშაობს საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან არსებული ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი.