19 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
კუმისის შემდეგ კოდა - ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით ნიღბიანი მამაკაცი სახლებში შეჭრას ცდილობს, შემდეგ კი იმალება

სოფელ კუმისის შემდეგ უცნობი მამაკაცი უკვე კოდის მცხოვრებლებს აშინებს.

ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ღამის საათებში მათი სახლების სიახლოვეს ნიღბიანი პირი დადის. იყო სახლებში შესვლის მცდელობაც. მამაკაცმა ერთ-ერთი სახლის ფანჯარაც ჩაამსხვრია, რის გამოც ხალხი დაშინებულია.

მოსახლეობა დახმარებას სამართალდამცველებს სთხოვს. სოფელში საპატრულო პოლიციის რიცხვი გაზრდილია. თუმცა, ადგილობრივ პოლიციაში უჭირთ მოქალაქეების განცხადების დაჯერება. 

 

 

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი

დღის ამბები