ჭადრაკის ფესტივალი, რომელიც 11 წლის განმავლობაში ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებდა, წელს სხვა სახელით, როგორც ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი, ისე გაიხსნა.
საერთაშორისო ფესტივალს სახელწოდება საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით შეეცვალა, რომელშიც საჭადრაკო სკოლასთან ერთად ფოთის მერიაც შედის.
გადაწყვეტილება არ მოსწონთ მოჭადრაკეთა ნაწილს. სპორტსმენები ამბობენ, რომ ტურნირი ნანა ალექსანდრიას სახელს უნდა ატარებდეს.
სახელწოდების შეცვლით უკმაყოფილებას არ მალავენ ტურნირის მონაწილეებიც, რომლებიც ფოთში "ნანა ალექსანდრიას სახელობის ტურნირში" საასპარეზოდ ჩავიდნენ.
ფოთში მიღებულ გადაწყვეტილებას არ განმარტავენ, ოპოზიციაში კი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.
საერთაშორისო დიდოსტატმა კარიერის განმავლობაში 12 ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო. ალექსანდრია ევროპის ჩემპიონი, ორგზის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი და სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი