19 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"ჰაბ ჯორჯია" ხელისუფლებას სატრანსპორტო სტრატეგიის უქონლობაში ადანაშაულებენ

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ჰაბ ჯორჯიას წევრები ხელისუფლებას სატრანსპორტო სტრატეგიის უქონლობაში ადანაშაულებენ.

გიორგი კოდუას განცხადებით, თურქეთში შექმნილი კრიზისი და სტამბულის საჰაერო სატრანსპორტო ჰაბზე დამოკიდებულება საქართველოს საჰაერო სისტემის განვითარებისთვის შემაფერხებელია.

არასამთავრობო პლატფორმის წევრები მთავრობისგან სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შექმნას ითხოვენ.

„ვითხოვთ, რომ სასწრაფო წესით მოხდეს შეკრება ტრანსპორტის საკითხებში. გააკეთონ კომისია, ჩვენ მზად ვართ ექსპერტების დონეზე ჩავერთოთ ამ შეხვედრებში,“- განაცხადა კოდუამ.

დღის ამბები