19 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
საეჭვო და გარიგებული თამაშები ევროპის ჩემპიონატზე - ინტერპოლის ოპერაცია სრულდება

საეჭვო და გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციამ საგანგაშო კვლევის შედეგები გაასაჯაროვა - ოპერაცია, სახელწოდებით სოგა5, დასასრულს უახლოვდება და ის ევროპის ჩემპიონატზე გაკეთებულ რამდენიმე საეჭვო ფსონს ეხება.

ორგანიზაცია კონკრეტულ მატჩებს და ნაკრებებს არ ასახელებს, თუმცა ოფიციალურ პატაკში ნათქვამია, რომ რამდენიმე თამაშზე, საშუალოდ, 4 მილიონი დოლარით მეტი თანხაა შესული, ვიდრე ეს დანარჩენ შეხვედრებზე ხდებოდა. ტოტალიზატორები კი, ძირითადად, აზიის ქვეყნებიდან იმართებოდა.

ინტერპოლის ცნობით, რეიდები, ჩინეთის გარდა, საფრანგეთის, საბერძნეთის, მალაიზიის სინგაპურისა და ტაილანდის საბუკმეიკერო კანტორებში ჩატარდა. 

დღის ამბები