19 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
შესაძლო გატაცება - ქართველი სამართალდამცავები ერთი კვირაა, გერმანელ ბიზნესმენს ეძებენ

თითქმის ერთი კვირაა, პოლიცია უშედეგოდ ეძებს საქართველოში გაუჩინარებულ ბიზნესმენს. გერმანიის მოქალაქე, სერგეი სმისლოვი, სავარაუდოდ, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზიდან გაუჩინარდა.

სმისლოვის ახლობლები ვარაუდობენ, რომ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე საგზაო შემთხვევის ვერსიაზე მუშაობს.

პოლიცია ჯერ-ჯერობით ვერ პოულობს ვერც ძვირადღირებულ ავტომობილს და ვერც სხვა რაიმე კვალს, რომელიც დაკარგული ბიზნესმენის ბედზე მიანიშნებდა.

ამიტომაც ოჯახისთვის ყველაზე აქტუალურია გატაცების ვერსია. ადგილი, რომლის მერეც სმისლოვის კვალი აღარსად ჩანს, ოკუპირებული აფხაზეთიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს.

 

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

დღის ამბები