01 ოქტომბერი 2024,   21:24
ვრცლად
რუს მთამსვლელ ქალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

დღეიდან კვლავ განახლდება სამძებრო სამუშაოები მყინვარწვერზე, სადაც რუსი მთამსვლელი ქალი დაიკარგა.

მაშველები გუშინ მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

შემთხვევა დაახლოებით 5 ათას მეტრ სიმაღლეზე მოხდა - მყინვარწვერზე მყოფი სამი ალპინისტის მახლობლად მეხი ჩამოვარდა, რის შემდეგაც ჯგუფის 1 წევრი გაუჩინარდა - 2 ადამიანი კი დაშავდა.

ისინი ამ დროისთვის უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებიან.

დღის ამბები