19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტს გაეცნო

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტს გაეცნო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციითა და სხვადასხვა უწყების ჩართულობით შემუშავდა.

როგორც ტორსტენ დერიკმა საბჭოს აპარატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სტრატეგია შეესაბამება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტზე მიღებულ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს, ეს კი ხელს შეუწყობს NATO-სა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

“აღნიშნული დოკუმენტი პასუხობს კიბერუსაფრთხოების სექტორში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს და დოკუმენტს თანდართული სამოქმედო გეგმა ადეკვატურია იმ საფრთხეების პრევენციის პროცესში, რაც მოცემულ ეტაპზე ემუქრება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას,“-განაცხადა საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის უფროსის მრჩეველმა გიორგი ტიელიძემ.

დღის ამბები