19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ლეღვთახევში ვიდეო პროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდა

კომპანია ბოქს მედია გრუპ-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში ვიდეო პროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდა.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

პროექტი უკვე ათი დღეა მიმდინარეობს. ვიდეო პროექციით ლეღვთახევის კლდეზე გადის ძველი თბილისის ფოტო მატიანე, ვიდეოკლიპები საქართველოს შესახებ, ასევე დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეოანიმაცია.

დღის ამბები