19 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
შს მინისტრმა ამბროლაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განახლებული შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ამბროლაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განახლებული შენობა გახსნა. გარემონტდა ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდა.

შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, შეკეთდა სასწავლო კოშკურა.

გიორგი მღებრიშვილმა 4 მეხანძრე-მაშველი, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

“იმისთვის, რომ ჩვენი სახანძრო სამსახური შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს, ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობების რეაბილიტაცია,“ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

დღის ამბები