არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა - ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. კვლევაში მონაწილე მოქალაქეები მთელი საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩევა. პროექტის ფარგლებში 6 ათასამდე ადამიანს გამოიკვლევენ. პროცესი 21 ივლისს დაიწყება.