ქართველი და ევროპელი მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა. სპეციალურმა ექსპედიციამ შავ ზღვაში, თითქმის 2 ათასი მეტრის სიღრმეზე სიცოცხლეს მიაკვლია.
ამ აღმოჩენის შემდეგ იცვლება საუკუნოვანი თეორია იმის შესახებ, რომ შავი ზღვის დაბალ შრეებში ცოცხალი ორგანიზმები არ ბინადრობდნენ.
ზღვის პირველადი ცოცხალი ფორმები - ბაქტერიებსა და სოკოებს საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, 1960 მეტრის სიღრმეზე მიაკვლიეს. ამოღებული 233 ჰიდრობიოლოგიური სინჯის შესწავლა უნიკალური შედეგით დასრულდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევის მომდევნო ეტაპის ფარგლებში, მიკრო ორგანიზმების გააქტიურებას და სიღრმისეულ ლაბორატორიულ შესწავლას გეგმავენ.
ავტორი სალომე ბენაშვილი