2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე იმსჯელებენ დღეს თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე.
საუბარია იმ ხუთ ოჯახზე, რომლებიც წყნეთის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა და არ ჰქონდათ საცხოვრებელი ფართი ოფიციალურად გაფორმებული.
სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა სპეციალურ პროექტს წარადგენს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები.
“წარვუდგინეთ საკრებულოს ცვლილებების პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ოჯახის დაკმაყოფილებას,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
უმრავლესობა ასევე არ გამორიცხავს, რომ შესაბამის დოკუმენტაციაში შევიდეს გარკვეული ცვლილებები, რათა ამ დაზარალებულმა ხუთმა ოჯახმაც მიიღოს კუთვნილი კომპენსაცია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს სპეციალურ წესში, რომელიც საკრებულომ მიიღო 13-14 ივნისთან დაკავშირებით, შევიდეს კონკრეტული ცვლილებები, რათა ამ ოჯახებს შეეხოთ კომპენსაცია და მათი უფლებები იყოს დაცული,“ - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ.