სტიქია ბოლნისის რაიონში. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლები.
ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზაც.
სტიქიით დაზარალებული სოფლების მცხოვრებლებს ბოლნისის გამგებელმა სახლების შეკეთების პირობა მისცა. თუმცა, მას ჯერ არ აქვს გეგმა, როგორ აპირებს იმ ადგილობრივების დახმარებას, რომლებსაც მოსავალი გაუნადგურდათ.
შესაბამისი კომისია, სტიქიით მიყენებული ზიანის ზუსტ რაოდენობას უახლოეს 10 დღეში დაადგენს.
ავტორი ვანო გავაშელი