ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დასავლეთ საქართველოში. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა 4 კი დაშავდა.
დაშავებულთა შორის ქართველი მორაგბეები, გიორგი ლომინაძე და მერაბ კვირიკაშვილი არიან. ისინი ავტომობილში მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ამ დროისთვის კომენტარი არ კეთდება.
კურიერის ინფორმაციით დაშავებული მორაგბეების (გიორგი ლომინაძიე, მერაბ კვირიკაშვილი) მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათი მეუღლეებს კი ამ დროისთვის ოპერაცია უტარდებათ.
საავადმყოფოსთან დაშავებულთა ოჯახის წევრები და ნათესავები არიან შეკრებილები.
დაღუპულია ახალგაზრდა ცოლქმარი და მათთან ერთად მანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი. დაღუპულებს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩათ.