19 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
კვლავ მძიმეა დაშავებული მორაგბეებისა და მათი მეუღლეების მდგომარეობა

კვლავ მძიმეა დაშავებული მორაგბეებისა და მათი მეუღლეების მდგომარეობა. ისინი ქუთაისისა და სამტრედიის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. რაგბის ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და საქართველოს ჩემპიონის ლელოს მორაგბე გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები ავტო ავარიის შედეგად დაშავდნენ.

უკიდურესად მძიმეა ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონის მდგომარეობა. ავტო ავარია გუშინ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან.

მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები