ახალგაზრდა იურისტები სამართალდამცველთა მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულების ფაქტების შესახებ რეაგირებას ითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს პრეზენტაცია გამართა და სამოქალაქო სექტორის წევრებს 21 საქმე გააცნეს, რომელიც ასეთი ტიპის დარღვევებს ეხება.
„უმეტესწილად სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე არის გაჭიანურებული რეაგირება, ხშირად დაზარალებულს არ მიენიჭება სტატუსი,“- განაცადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.