გერმანიის ქალაქ მიუნჰენში მომხდარ სავარაუდო ტერაქტს ქართველი სტუდენტი მარი კახიძე შეესწრო. ის სროლის დროს სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. მან რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ამ დროისთვის მაკდონალდსში იმყოფება. ტერიტორიას პოლიცია იცავს, სამართალდამცველები მათ შენობიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს. სტუდენტის განცხადებით, მოსახლეობა პანიკაშია.
მარი კახიძის თქმით, მისი მიუნჰენში მყოფი მეგობრებიც მსგავს სიტუაციაში არიან, იმყოფებიან შენობებში და გარეთ გასვლის საშუალება არ აქვთ.