19 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მესტიის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს შეხვდა 

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი, დავით ტორუა, მესტიის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს შეხვდა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხები განიხილეს.

ცენტრის ხელმძღვანელი მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. 

მესტიის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ყურადღება ავტოპარკის განახლებისა და ეკიპაჟების სამედიცინო ინვენტარით აღჭურვის შემდეგ გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე გაამახვილეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი შეხვედრებს პერმანენტულად ყველა რაიონულ ცენტრში გამართავს.

დღის ამბები