19 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
პანორამა-თბილისის მშენებლობის გამო, შესაძლოა, ლეღვთახევში ისტორიულ კლდესთან მისასვლელი გზა ჩაიკეტოს

ლეღვთახევში ისტორიულ კლდესთან მისასვლელი გზა შესაძლოა, ჩაიკეტოს. ადგილი, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან და კლდეზე ცოცვას სწავლობენ, მალე უფუნქციოდ დარჩება. ერთადერთ შესასვლელთან შესაბამისი აბრა  წარწერით, "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია", უკვე გამოაკრეს. 

ადგილზე ბიძინა ივანიშვილმა პანორამა-თბილისის მშენებლობა დაიწყო.

ახალგაზრდები, რომლებიც თავს კლდეზე ცოცვით ირთობენ, აცხადებენ, რომ თბილისში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.

ახალგაზრდები სახელმწიფოს თხოვნით მიმართავენ, რომ პანორამა-თბილისის მშენებლობის დროს ინვესტორმა მათი ინტერესებიც გაითვალისწინოს და დატოვოს ბილიკი, რომელიც კლდესთან მისასვლელ გზას არ ჩაკეტავს.

 

 

ავტორი: ნონა ქვლივიძე 

დღის ამბები