საქართველოში ათასობით ავტომობილია, რომელიც გაზის საწვავზე მუშაობს და ყველა მათგანმა სავალდებულო შემოწმება უნდა გაიაროს. ამის ექსკლუზიური უფლება კი მხოლოდ ორ კომპანიას აქვს და მათ თვითონ აქვთ მომსახურებაზე ფასების დაწესების უფლება.
ორივე კომპანიას სერვისისთვის ერთნაირი ღირებულება აქვს დაწესებული, მომხმარებელს კი არჩევანის საშუალება არ აქვს, რომ სადმე სერვისი უფრო იაფად მიიღოს.
სავალდებულო შემოწმების ღირებულება კი, მინიმუმ, 90 ლარს შეადგენს.
არასამთავრობო სექტორისა და მძღოლების პრეტენზიების მიუხედავად, ცვლილებებს არ აპირებს ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც რეგულაციებს ახორციელებს.
რეგულაციები 1 იანვრიდან ამოქმედდება. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივ აირზე მოძრავი ავტომობილს არ ექნება შემოწმება გავლილი, მძღოლებს 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.