„ქართული ყველის ფესტივალი“ მცხეთაში. ღონისძიებაზე საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილი იყო მცხეთა–მთიანეთის ყველა მუნიციპალიტეტი.
ფესტივალი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე შეეძინათ და დაეგემოვნებინათ წარმოდგენილი პროდუქცია.
ღონისძიების მიზანი რეგიონში წარმოებული რძის პროდუქციის პოპულარიზაციაა.