01 ოქტომბერი 2024,   21:41
ვრცლად
ამოყირავებული სამარშუტო ტაქსი - ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში-ვარდების მოედანზე ერთმანეთს სამარშუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ყვითელი სამარშუტო ტაქსი ამოყირავდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამარშუტო ტაქსიში 4 ადამიანი იმყოფებოდა, 1 მძღოლი და 3 მგზავრი. შეჯახების შედეგად სამივე მგზავრი დაშავდა, ასევე დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლიც. მათი გადმოყვანა ფანჯრებიდან მოქალაქეებმა შეძლეს. 

ოთხივე დაშავებული არამიანცის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეჯახებაში მონაწილე ორივე ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორებით სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები