19 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თელავში 13-ე საუკუნის გვირაბს მიაკვლიეს

აღმოჩენა თელავში. სპეციალისტებმა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, მეცამეტე საუკუნის გვირაბს მიაკვლიეს.

არქეოლოგიური სამუშაოებისას ნაპოვნია კერამიკის ნაკეთობები, ადამიანისა და ცხოველის ძვლები. აღმოჩენილი მასალები შესწავლისთვის შესაბამის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

გათხრები, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდება თელავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები