19 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
აქცია გლდანის გამგეობასთან - ადგილობრივები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ

გლდანის მაცხოვრებლები რაიონის გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, უკვე რამდენიმე წელია ე.წ. მუხიანის ნაკვეთების ტერიტორიაზე არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, წყლის მილები მუდმივად სკდება, გზები არ არის დაგებული, სადაც წვიმის დროს მოძრაობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

მოსახლეობა მოითხოვს გამგეობა დაინტერესდეს ამ პრობლემებით, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხდა თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატმა ვახტანგ მაჭავარიანმა.

 

დღის ამბები