მეორე დღეა ხმაურია გურჯაანის აგრარულ ბაზართან - გარემოვაჭრეებს პოლიცია და გამგეობის წარმომადგენლები გარე ვაჭრობას უკრძალავენ და ბაზრის შიგნით შესვლას აიძულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმების დაწერით ემუქრებიან.
მოვაჭრეები ამ დრომდე მცირე ბაზარში ვაჭრობდნენ, თუმცა გარეთ გამოსვლა ბაზარში დაწყებული მშენებლობის გამო მოუწიათ.
ისინი აგრარული ბაზრის შიგნით შესვლაზე უარს აცხადებენ, რადგან მათივე თქმით, შეთავაზებული ადგილები არასახარბიელოა.