19 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დავით კინწურაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს ოპერისა და ბალეტის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. დავით კინწურაშილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მან პოსტის დატოვებამდე სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოხსნა.

მისი მტკიცებით, ეკატერინე გელაშვილმა მისი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, რომ დაგეგმილი სეზონის დახურვა შემდგარიყო,  თავად გაუწია ორგანიზება სეზონის დახურვის ჩაშლას.

ამავე ფაქტის გამო კინწურაშვილი თეატრის დირექტორის, ალექსანდრე მოწონელიძეს მიმართ გამოცხადებულ უნდობლობაზეც საუბრობს.

კინწურაშვილი კულტურის მინისტრმა გუშინ გადააყენა, რითაც ოპერაში რამდენიმე თვიანიპროტესტი დასრულდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები