პრეზიდენტის ოჯახის წევრი მინდია გოგოჭური რამდენიმე წუთია იმყოფება მთავარ პროკურატურაში. მან უწყებაში შესვლის წინ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. გოგოჭურის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა კი ჟურნალისტებთან განმარტა, რომ გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი პროცედურა და შესაბამისად, მისი დასრულების შემდეგ, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გააკეთებენ ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებებს.
„ახლა იქნება გამოკითხვა. გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი პროცედურა და გამოკითხვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გავაკეთებთ კომენტარს," - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ერთი თვის წინ მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი