ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ივერს სასამართლოში უჩივლებს.
დავით კინწურაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული პროცესები, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენებით დასრულდა, თამარ ივერის მიერ იყო მართული.
კინწურაშვილის ბრალდებებს ივერი უკვე გამოეხმაურა.
"უნდა ეცადო, რომ ადამიანად და კაცად დარჩე. ამ თეატრში, მომავალში 5-10 წლის შემდეგ, ახალი კაცი დირიჟორად თუ არა მაყურებლად ხომ მაინც შეესვლებოდეს. მისი პრეროგატივაა იჩივლებს თუ არა, მაგრამ ეს დასის სულში ჩაფურთხებაა. გამოდის, რომ არანაირი დარღვევა არ ჰქონია და თურმე მე მოვახდინე ეს რევოლუცია,"- აცხადებს თამარ ივერი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში.