19 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
თურქეთის ელჩის საჯარო ლექცია "სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში"

თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები განიხილეს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. საჯარო ლექცია თურქეთის ელჩმა წაიკითხა.

მან უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველო- თურქეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

“ვინაიდან არსებობს დაინტერესება საქართველოს მთავრობის და ხალხის მხრიდან, ჩვენ ვცდილობთ ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა. სამხედრო გადატრიალების დროს მჭიდრო კონტაქტი გვქონდა პრეზიდენტთან, პრემიერთან. ჩვენი საელჩო მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას. დღეს კი მოვედი იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ პროგრამაზე, რომელიც უკვე მეოთხეა და ბევრ სტუდენტს შეუწყო ხელი კარიერაში,“-განაცხადა ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ღონისძიებას საჯარო მოხელეები, სტუდენტები და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დღის ამბები