19 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის კიდევ ერთი მეგობარი მივიდა

მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის სიძის კიდევ ერთი მეგობარი მივიდა. თორნიკე კაჭარავას შენობაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ის საგამოძიებო ორგანოში პრეზიდენტის მიერ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს.

პროკურატურასთან ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომელიც სავარაუდოდ პროკურატურასთან თავის მეგობართან ერთად მივიდა. ის საგამოძიებო ორგანოში გუშინ დაიკითხა, თუმცა გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

რამდენიმე საათია პროკურატურაში იმყოფება გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.  

დღის ამბები