ბათუმის ახალ ბულვარში მშენებარე სასტუმრო მეტრო სითის მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე მუშა დილიდან გაიფიცა და საპროტესტო აქციას მართვას.
პროტესტის მიზეზი, აქციის მონაწილეთა განცხადებით, ორი თვის მიუღებელი ხელფასი და მძიმე სამუშაო პირობებია.
მუშები ამბობენ, რომ დამსაქმებელი კომპანია არ ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს. გაიზარდა სამუშაო საათები, დასვენება კი თვეში ორ დღემდე შეუმცირეს.
კომპანიის წარმომადგენლები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.