19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ექიმებს 67 წლის პაციენტის სიკვდილში ადანაშაულებენ

გადაუდებელი ქირურგიისა და ტრამვატოლოგიური ცენტრის ექიმებს ოჯახის წევრის სიკვდილში ადანაშაულებენ. დედის სიკვდილში რინა პაშაიანი ქირურგს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ექიმმა 67 წლის რიმსიკ პაშაიანს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია არასწორად ჩაუტარა.

ოჯახის ბრალდებებს გია თომაძე უარყოფს. მისი განცხადებით, ოპერაცია პაციენტს გართულებულ მდგომარეობაში ჩაუტარდა. 

ერთ-ერთი ექიმი, რომელთანაც ვითარების დამძიმების შემდეგ რიმსიკ პაშაიანი მიიყვანეს, გიორგი დანელიაა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანელია ოპერაციის დროს გია თომაძის ასისტენტი იყო. 

კიდევ ერთი ექიმი, რომლის პასუხისმგებლობის საკითხს ოჯახის წევრები აყენებენ, ნანა ბალალაშვილია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებენ. პაცინეტის გარდაცვალების მიზეზად ნანა ბალალაშვილი მძიმე დიაგნოზს ასახელებს.

 

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები