19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
გლდანელები ჯაბიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ და პროცესში ნარმანიას ძმის ინტერესებზე საუბრობენ

თავისუფალი დემოკრატების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად გამაფრთხილებელი აქცია გამართა. 

შეკრებილებმა გლდანის მეხუთე მიკრო რაიონში, დავით ჯაბიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მწვანე ზონა იყო, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა როგორც დასასვენებელ პარკს.

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიას მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა მისცეს.

მომზადდა მიმართვაც თბილისის მერის სახელზე, რათა შეჩერდეს მშენებლობა. ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მშენებლობის უკან დავით ნარმანიას ძმის, ირაკლი ნარმანიას, ინტერესები დგას. 

თავისუფალი დემოკრატების ბრალდებები, დავით ნარმანიამ კატეგორიულად უარყო და გამორიცხა, რომ მშენებლობის უკან მისი ძმის ინტერესების არსებობა. 

დღის ამბები