ველოსიპედებით მსვლელობა გაიმართა დღეს თბილისში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ მოხალისეებთან ერთად მსვლელობა კუს ტბის ასახვევიდან დაიწყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაასრულა.
აქციის მიზანი გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.