გრანდიოზული შოუსთვის სამზადისი მიმდინარეობს ამ წუთებში დედაქალაქის ცენტრში. ღონისძიება ახალი სასტუმროს The Biltmore Hotel Tbilisi-ს გახსნას უკავშირდება.
საზეიმო ცერემონიალი როგორც ორგანიზატორები ამბობენ, კავკასიის რეგიონისთვის უპრეცედენტო 3D ლაზერული შოუთი გაფორმდება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დედაქალაქში დღეს ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ორმხრივად გადაკეტილია თაბუკაშვილის ქუჩის მონაკვეთი - ლაღიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით.
ასევე ერთი მიმართულებით ჩაკეტილია რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნისკენ. მოძრაობა აკრძალულია ვარდების მოედანზეც.
სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi არაბული ინვესტიციით აშენდა და მასში 140 მილიონი დოლარი ჩაიდო.