აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, ქამრან მამედოვი სექტემბერში სასამართლოს ელოდება, სადაც გაირკვევა რამდენად სამართლიანად უთხრეს უარი სწავლის დაფინანსებაზე და შეეძლოთ თუ არა მისთვის 0 ქულის დაწერა. მამედოვი 0 ქულით შეფასებას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად ხსნის.
მამედოვი მაგისტრის ხარისხის მიღებას ეთნიკური უმცირესობების კუთხით აპირებდა. სწავლის საფასურის, 20 ათასი ევროს არქონის გამო განაცხადი საქართველოს სასტიპენდიო პროგრამაზე შეიტანა.
პასუხად მიიღო, რომ მას დაფინანსების მისაღებად ერთი ქულა დააკლდა. გამოითხოვა დეტალური ამონაწერი და აღმოაჩინა, რომ კომისიის 10 წევრიდან 9 მაღალ ქულას უწერს, ერთი ადამიანი კი მას 0 ქულით აფასებს. გამოთხოვილი შეფასების ფორმიდან ჩანს, რომ მინიმალური ქულა რისი დაწერაც კომისიის წევრს შეუძლია 1-ია.
განათლების საერთაშორისო ცენტრში დაზუსტებით ვერ ამბობენ, რატომ დაიწერა 0 ქულა, რადგან კონკრეტული ქულის დამწერი კომისიის წევრის ვინაობა კონფიდენციალურია.
ქამრანის, თქმით თუ კომისიის წევრები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას ასევე ინდივიდუალურად უნდა წარსადგენ სასამართლოზე და დაასაბუთონ შეფასება.
ავტორი: გვანცა სუთიძე.