19 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ახალი სახალხო მოძრაობა საბჭოთა კავშირის გერბისა და დროშის ქვეშ

გორის შემდეგ საბჭოთა კავშირის გერბი და დროშა ბათუმში გამოჩნდა. შავი ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ საცეკვაო დარბაზში სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო დაფუძნდა. 

სიმბოლიკა ნამგალი, ურო და ვარსკვლავი უცვლელია, უცვლელი დარჩა ჩაცმულობაც - თეთრი პერანგები და წითელი ქუდები.

ახალი მოძრაობის ლოზუნგია "დედა სამშობლო გვიხმობს." მოძრაობაში გაერთიანებული ახალგაზრდები და ასაკოვნები თანხმდებიან, რომ საქართველომ რუსეთთან ისეთივე ხელშეკრულება უნდა გააფორმოს, როგორიც ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა გააფორმეს. მოძრაობის ლიდერი ვალერი კი კვარაცხელიაა, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთთან საქართველომ სამხედრო პარტნიორობა უნდა აღადგინოს.  

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.

დღის ამბები