19 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
მარნეულში საღამოს 06:00 საათის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის

საღამოს 06:00 საათის შემდეგ მარნეულში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ დადის. მარნეულის ცენტრიდან სოფლებში წასვლა კერძო მიკროავტობუსებითაც შეიძლება, მაგრამ გვიანობამდე არც ეს ტრანსპორტი მოძრაობს.

18:30-ის შემდეგ სოფლებში გადაადგილება მხოლოდ ტაქსით შეძლება.

შ.პ.ს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის დირექტორი გრიგოლ ჯალაღონია თვლის, რომ გვიან რამდენიმე ადამიანისთვის ტრასპორტის მოძრაობა მისი ხარჯებიდან გამომდინარე რთულია. ერთ-ერთ მიზეზად კი საწვავის ფასს და დაბალ შემოსავალს ასახელებს.

მიუხედავად ამისა ადგილობრივები  აცხადებენ, რომ საღამოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათთვის აუცილებელია.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები