19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
დავით კინწურაშვილის ერთ-ერთ შემცვლელად თამარ ივერი განიხილება

ვინ დაიკავებს ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

კულტურის მინისტრი არ უარყოფს ინფორმაციას, რომ დავით კინწურაშვილის შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატად ცნობილი სოპრანო თამარ ივერიც განიხილება.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ამ თემაზე კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

„ძალიან ბევრი კანდიდატურა განიხილება, ამიტომ ჩვენ ვეცდებით, რომ ოპტიმალური შევარჩიოთ,“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

დღის ამბები