ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან კოოპერატიული ბინათმფლობელების აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები 2016 წელს, მთავრობის მიერ მიღებული 419-ე განკარგულების შესრულებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულებს მერიამ საკუთრებაში ქონება უნდა გადასცეს. საუბარია 3700 ოჯახზე.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, განკარგულება ამ დრომდე არ შესრულება და მათი მოთხოვნა ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.
აქცია გამაფრთხილებელია და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მჯდომარე აქციაში გადაიზრდება.
აქციაზე მერიის წარმომადგენლებს ელოდებიან.