19 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ

სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი განცხადებით, მოქმედ კანონს ექვსპუნქტიანი განმარტება დაემატება, რომლის მიხედვითაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ.

ჯანდაცვის სამინისტრო წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს.

“რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ტაბლეტირებული ფორმების ურეცეპტოდ გაცემას და მათ შორის, ისეთი მედიკამენტების, რომელიც არის პირველ, ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფში შეტანალი, რომლის ურეცეპტოდ გაცემა, არადანიშნულებისამებრ არაფრით არ შეიძლება. ამ ცვლილებებით, ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, იმ შემთხვევაში თუ ჯერადობით დაარღვევენ არსებულ კანონს,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები