წერონისის ქუჩის მაცხოვრებლები დაზიანებული წყლის მილის შეკეთებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, უკვე მეხუთე დღეა მათ და მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებათ.
ადგილობრივები კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსისგან პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ წყლის მილი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ქვეშ გადის, მეპატრონის ნებართვის გარეშე კი მის შესაკეთებლად სამუშაოებს ვერ იწყებენ.