აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ მარშალ გელოვანის გამზირზე, როგორც შემთხვევის ადგილიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება, მერსედესის მარკის ავტომობილს ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი აფეთქდა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე, რადიოკომპანია საქართველოს, შენობის ფოიეს მინები ჩაამსხვრია. ავტომობილის მძღოლმა და მგზავრებმა აფეთქებამდე მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს, ისინი არ დაშავებულან.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი მეხანძრე მაშველი, ერთ ერთი მათგანი ჰოსპიტალიზირებულია.
ამ წუთებში მარშალ გელოვანის გამზირზე, ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.
ფოტორეპორტაჟის ავტორი - ნინო ვარძელაშვილი