19 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
მთის კანონი - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა. არასამთავრობო ორგანიზაცია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ მიღებულ კანონს დისკრიმინაციულად აფასებს და მისი რამდენიმე მუხლის არასკონსტიტუციურობაზე საუბრობს.

როგორც განმარტავენ, კანონის მიხედვით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება მიიღონ კანონით დადგენილი შეღავათები.

“იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში და არ არიან საქართველოს მოქალაქეები, კანონი დისკრიმინაციულად არ აძლევს საშუალებას ისარგებლონ იმავე შეღავათებით, რითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები,“ - აღნიშნავს გიორგი მშვენიერაძე.

 

დღის ამბები